შიგთავსზე გადასვლა

თქვენი ორგანიზაცია

თქვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ People Intouch B.V.-ის მიერ შემუშავებული საკომუნიკაციო საშუალება SpeakUp® ხელმისაწვდომი გახადოს თქვენთვის.

People Intouch B.V. დაფუძნებულია ევროკავშირში (EU), ნიდერლანდებში და შესაბამისად ჩვენ ვიცავთ ევროკავშრის GDPR მოთხოვნებს (ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საერთო რეგულაციას), რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დაცვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ყოვლისმომცველ რეგულაციას მსოფლიოში.

კონფიდენციალურობის ეს დებულება თქვენზე ვრცელდება, როდესაც იყენებთ SpeakUp®-ს თქვენს ორგანიზაციასთან დასაკავშირებლად.

SpeakUp®-ის შესახებ

SpeakUp®-ის საშუალებით შეგიძლიათ დატოვოთ შეტყობინება და წამოიწყოთ უსაფრთხო და დაცული საუბარი თქვენს ორგანიზაციასთან SpeakUp® გარემოში.

თქვენი ორგანიზაცია პასუხისმგებელია SpeakUp®-ის საშუალებით თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებაზე და წარმოადგენს მონაცემთა მაკონტროლებელს. თუ გაქვთ კითხვები SpeakUp®-ის შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ორგანიზაციას ან შეამოწმოთ SpeakUp პოლიტიკა და/ან კონფიდენციალურობის პოლიტიკა. People Intouch წარმოადგენს მონაცემთა დამმუშავებელს და ამ როლს სერიოზულად ვეკიდებით. ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის უზრუნველვყოფთ ყველაზე უსაფრთხო გზას თქვენს ორგანიზაციასთან კომუნიკაციის დასამყარებლად.

თქვენი პასუხი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, რომ SpeakUp®-ის გამოყენებისას თავს გრძნობდეთ უსაფრთხოდ და გვსურს გაცნობოთ შემდეგი:

სენსიტიური მონაცემები

SpeakUp® არ არის გამიზნული სენსიტიური პერსონალური მონაცემების გადასაცემად, როგორიცაა რასა, ჯანმრთელობის მონაცემები, პოლიტიკური შეხედულებები, ფილოსოფიური შეხედულებები (რელიგიური თუ ათეისტური და სხვა), სექსულაური ორინეტაცია ან ნასამართლეობა. ჩვენი თხოვნაა, რომ მხედველობაში მიიღოთ ეს SpeakUp®-ის გამოყენების დროს.

მცირეწლოვნები

თუ თქვენ ხართ მცირეწლოვანი, თქვენმა ორგანიზაციამ უნდა აიღოს ნებართვა თქვენი მშობლებისაგან ან მეურვეებისგან იმისათვის, რომ გამოიყენოთ SpeakUp®, თუ ამას მოითხოვს კანონი.

როგორ მუშაობს ეს

რა ხდება SpeakUp®-ის მეშვეობით შეტყობინების დატოვების შემდეგ?

შეტყობინების შინაარსი გაზიარდება თქვენს ორგანიზაციასთან და გამოყენებული და დამუშავებული იქნება მხოლოდ იმ მიზნისთვის, რისთვისაც არის გათვალისწინებული SpeakUp® თქვენი ორგანიზაციის მიერ. შეტყობინებები ყოველთვის ზიარდება თქვენს ორგანიზაციასთან წერილობითი სახით. აუდიო შეტყობინებების ტრანსკრიფცია ხდება მათ გაზიარებამდე და აუდიო ფაილი ავტომატურად იშლება. თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ ელფოსტის შეტყობინებები ან push-შეტყობინებები SpeakUp®-ისთვის. თქვენ შეგიძლიათ გამორთოთ push-შეტყობინებები SpeakUp® მობილური აპისთვის ნებისმიერ დროს თქვენი მოწყობილობის პარამეტრების მეშვეობით. შეამოწმეთ თქვენი ორგანიზაციის SpeakUp პოლიტიკა და/ან კონფიდენციალურობის პოლიტიკა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იმის შესახებ, თუ რა ხდება SpeakUp®-ის საშუალებით შეტყობინების დატოვების შემდეგ.

ანონიმურია

SpeakUp®-ის საშუალებით შეტყობინების დატოვებისას თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ვინაობის გაზიარება თქვენი ორგანიზაციისთვის ან დარჩეთ ანონიმური. თუ თქვენს შეტყობინებაში აზიარებთ პერსონალურ მონაცემებს, ეს ინფორმაცია დამუშავდება თქვენი ორგანიზაციის მიერ თქვენი ანგარიშის განხილვისას.

რატომ ხდება პერსონალური მონაცემების დამუშავება SpeakUp®-ის გამოყენებისას?

SpeakUp®-ის საშუალებით პერსონალური მონაცემების დამუშავება აუცილებელია:

რა მონაცემების დამუშავება ხდება?

თქვენ მიერ მოწოდებული გარკვეული მონაცემები ავტომატურად გროვდება SpeakUp®-ის გამოყენებისას და არ იქნება გაზიარებული თქვენს ორგანიზაციასთან. ეს მონაცემები მუშავდება იმ მიზნით, რომ უზრუნველვყოთ SpeakUp®-ის ყველა ფუნქციონალობა თქვენთვის, ავთენტიფიკაციის მიზნებისთვის, შეტყობინების მიზნებისთვის (თუ ჩართულია; მაგ. თქვენი ელფოსტის მისამართი), თქვენს მოწყობილობასთან უსაფრთხო კავშირის დასამყარებლად და საფრთხეების ან სხვა დამაზიანებელი აქტივობის თავიდან ასაცილებლად და გამოსავლენად. ეს ინფორმაცია არასოდეს იქნება გამოყენებული სხვა მიზნებისთვის და შეინახება მხოლოდ მანამდე, სანამ აუცილებელი იქნება დანიშნულებისამებრ მისი გამოყენება, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამ პერიოდის გახანგრძლივება ხდება დამაზიანებელი მოქმედების გამოვლენილიმოქმედების გამო.

მონაცემთა უსაფრთხოება

People Intouch-მა მიიღო მთელი რიგი ზომები, რომ თავიდან იქნეს აცილებული თქვენი პირადი მონაცემების დაკარგვა, ბოროტად გამოყენება ან შეცვლა. ყველა მონაცემი დაშიფრულია SpeakUp® ვებისა და SpeakUp® მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაცემისას. 

ქუქი-ფაილები

SpeakUp® ვებგვერდის ვიზიტის დროს გამოიყენება სეანსის ქუქი-ფაილები უსაფრთხო კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. სეანსის ქუქი-ფაილების მონაცემები წაიშლება ორი (2) საათის შემდეგ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრები, რომ წაშალოთ, გამორთოთ ან დაბლოკოთ ქუქი-ფაილები.

ცვლილება.

People Intouch-ს სურს თქვენი ინფორმირება საუკეთესო გზით და შეიძლება დროდადრო შეასწოროს და შეცვალოს კონფიდენციალურობის ეს დებულება.

რა უფლებები გაქვთ?

თქვენი ორგანიზაცია პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და თქვენი უფლებების დაცვაზე, რომლებიც გამომდინარეობს მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონებიდან. გთხოვთ გაეცნოთ თქვენი ორგანიზაციის SpeakUp პოლიტიკას და/ან კონფიდენციალურობის პოლიტიკას მეტი ინფორმაციის მისაღებად თქვენი ორგანიზაციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და თქვენი მონაცემების დაცვის უფლებების შესახებ.

ბოლო განახლების თარიღი: 12 ივლისი, 2022 წ.

***